მე და ჩემი კლასი
Saturday, June 20, 2015
შეხედე , რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი!
13 და 14 ივნისს მოვაწყვეთ სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსია რაჭაში-,,შეხედე, რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი"
დილის 6 საათზე ავიღეთ სტარტი, საკმაოდ კარგი განწყობით, რომელიც რაჭაში ჩასვლამდე თან გვდევდა, პირველად მოვინახულეთ შაორის ტბა, დავტკბით ულამაზესი ხედებით, შემდეგ ნიკორწმინდა , ტაძრის ეზოში ეთერ ლაშქარაშვილმა წაგვიკითხა გ.ტაბიძის ლექსი ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას!" ლექსმა კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ გადავინაცვლეთ სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით , სადაც საყინულის მღვიმეში აღმოვჩნდით. მოვაწყვეთ საკმაოდ საინტერესო ლაშქრობა ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალისკენ,მოვილოცეთ ბარაკონი-ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ძეგლი, და ცხრა ჯვარი - ჩვენი ექსკურსიის ყველაზე ძნელად და სასიამოვნოდ დასალაშქრი ადგილი.
ულამაზსი ხედები, უამრავი სამახსოვრო ფოტო, საინტერესო მოგონებები, სახალისო თავგადასავლები, გზააბნეული სიარული..... და კიდევ ბევრი პოზიტივი, რომელიც ვფიქრობ დიდხანს დაგვამახსოვრდება.
ჩვენი ორდღიანი ტურის დასრულების შემდეგ გამოვავლინეთ-
ყველაზე, ყველაზე უკმაყოფილო მოგზაური- იგორ გოგშელიძე,
ყველაზე,ყველაზე ენერგიული მოგზაური - გვანცა ფოცხვერაშვილი,
ყველაზე, ყველაზე ზარმაცი მოგზაური - თეონა ვეფხვაძე და ირმა პირველი,
ყველაზე, ყველაზე ნატურალისტი - დავით კორტავა,
ყველაზე, ყველაზე მეგობრული მოგზაური- თორნიკე ბეჟანიშვილი,
ყველაზე, ყველაზე მზრუნველი შვილი -ჯულიეტა ჭაველაშვილი,
ყველაზე, ყველაზე დინჯი მოგზაური -ფირუზი ხორბალალაძე და ეთერ ლაშქარაშვილი,
ყველაზე, ყველაზე ლამაზი მოგზაური -ირინა ერემიანი,
ყველაზე, ყველაზე მარდი მოგზაური ,, მთის ჯიხვი"-სალომე მიქელაძე,
ექსკურსიის აღმოჩენა - გიორგი ფურცელაძე და გიორგი ნონიაშვილი,
Monday, May 18, 2015
სტუმრად ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
Saturday, May 2, 2015
აქცია ,, დავასუფთოთ მსოფლიო"
02.05.2015 წ
დღეს გარემოს დასუფთავების საერთაშორისო დღეა. 130 ქვეყანა ფართომსაშტაბიანი აქციებით მონაწილეობს კამპანიაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო.” საყოველთაო აქციას ბოლნისის N1 საჯარო სკოლაც შეუერთდა.Xა კლასიც იღებდა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას,დავასუფთავეთ საკლასო ოთახი და კლასის მიმდებარე ტერიტორია.
Friday, March 27, 2015
სტუმრად რუსთაველის თეატრში
ერთი დაუვიწყარი დღე
27 02. 2015 წ.
27 02. 2015 წ.
ჩემი მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაც გადავწყვიტე და რუსთაველის თეატრს ვესტუმრეთ. პროექტის ფარგლებში,რომელიც განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა , მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თეატრი , კულისები,სცენა, გაცნობოდნენ თეატრის ისტორიას ,არქივს, დეკორაციებს და თეატრალური კოსტუმებს. დავესწარით რობერტ სტურიას სპექტაკლს ,,ჯარისკაცი,სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი''
რა ?სად ?როდის?
მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისათვის , ჩემი აზრით ,მნიშვნელოვანია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი კლასგარეშე აქტივობების მხარდაჭერა,რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მოსწავლეებში 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მე, როგორც კლასის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ვცდილობ მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის ხარისხის გაზრდას მზგავს პროექტებსა თუ ღონისძიებებში.
26.03.2015 წ. ინელექტუალური თამაში -
,,რა? სად? როდის?
Subscribe to:
Posts (Atom)





